საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.
მას ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, რისი გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.











