სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის გამო ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 6 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











