შსს-მ კახეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, 40 წლის ქამილ ნამაზოვმა პოლიციის თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.











