შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბრალდებულები 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. არიან. ისინი სამართალდამცველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მ.მ.-ის მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს.
მათი პირადი ჩხრეკის შემდეგ, ნივთმტკიცების სახით, პოლიციამ 42 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











