fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შსს-მ უნდა დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უსაფრთხოება – არასამთავრობოები

12:33 ივლისი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

სამოქალაქო პლატფორმაში არა ფობიას შემავალი 12 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უპირობოდ დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.

„5 ივლისს, თბილისი პრაიდის ორგანიზებით ღირსების მარში იგეგმება. ღონისძიების გამართვას საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური მედიის გამოყენებით, ღიად და საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ.

კონტრაქციის ორგანიზატორთა საჯარო განცხადებები გაჯერებულია მუქარის შემცველი და ძალადობრივი მოწოდებებით აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებას. საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ დრომდე საჯაროდ არ გაცხადებულა მზაობა ღირსების მარშის მონაწილეთა უპირობო დაცვის შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კანონის მიხედვით, აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა და მოწოდებები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის ორგანიზატორთა განცხადებები მის ძალადობრივ მიზანზე მიუთითებს და საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლის თანახმად, დასჯადია რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

შეგახსენებთ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს გამართული შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ მოწყობილ კონტრაქციასა და მის მძიმე შედეგებს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების არასაკმარისი მობილიზაციის პირობებში მოძალადეების მხრიდან დაირღვა მშვიდობიანი შეკრების უფლება, მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოება, ხოლო მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების შეუფერხებლად რეალიზების მნიშვნელობას და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების მცდელობებზე;

უპირობოდ დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა უფლებები და უსაფრთხოება.

სამოქალაქო პლატფორმა არა ფობიას წევრი ორგანიზაციები:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); უფლებები საქართველო (Rights Georgia); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); თანასწორობის მოძრაობა; საფარი.

თეგები: NGOთბილისი პრაიდი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

5 ივლისის აქციაზე ძალადობაში ბრალდებული კიდევ 2 ადამიანი დააკავა

ივლისი 15, 2021
787
საზოგადოება

გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ – მეუფე გრიგოლი

ივლისი 10, 2021
783
პოლიტიკა

5 ივლისი იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის – კელი დეგნანი

ივლისი 10, 2021
810

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია