ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დააკავეს, შსს-ს წარმომადგენელი „რუსთავი 2“-თან საუბრის დროს აცხადებს, რომ ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, რადგან სქემაში ჩართულია არასრულწლოვანი.
„მიმდინარე სპეცოპერაცია უკავშირდება ნარკოტიკული საშუალების გაყიდვას. აღნიშნული ღონისძიება უპრეცენდენტოა, რადგან სქემაში ჩართულია არასრულწლოვანი.
გამოძიება 260-ე მუხლით გრძელდება, არასრულწლოვნის მეშვეობით ხდებოდა ნივთიერების გადატანა, ის ახდენდა კონკრეტულ მისამართზე აღნიშნული ნივთიერებების მიტანას შემდგომი გასაღების მიზნით“, – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია ფონიჭალაში ამ წუთებში მიმდინარეობს.











