შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
ვახტანგ გომელაურმა ის დანაშაულები დაასახელა, რომლებმაც ქვეყანასი პროცენტუალდ მოიკლო.
„აუცილებელია, შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს. ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა – 42%; გამოძალვა – 34%; ძარცვა – 25%; ქურდობა – 12%; შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები – 22%; მკვლელობის მცდელობა – 5%.
თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა.
ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა გომელაურმა.










