fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა

21:55 ივლისი 21, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
920
ნახვა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა.

როგორც უწყების დატოვებისას ჟურნალისტებთან გაბეჩავას ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა განაცხადა, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა კვლავ მიიღოს.

„ვინაიდან, ინტენსიურად ხორციელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, დღესაც გამოკითხულ იქნა დამატებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, დეტალებზე ვერ გიპასუხებთ.

სოციალურ ქსელს არ ეხებოდა, სოციალური ქსელის დათვალიერება მოხდა წინა დღეებში, რაზეც შესაბამისი ოქმი შედგა. არც არანაირი კადრების დათვალიერება არ მიმდინარეობდა, იყო ჩვეულებრივი დამატებითი გამოკითხვის ოქმის შედგენა. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგში კვლავ მიიღოს დამატებით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა“, – ამბობს ანა გაბეჩავას ინტერესების დამცველი.

რა ვიცით შაქარაშვილის საქმეზე: 

19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გიორგი იმალებოდა და ოჯახს მალე დაუბრუნდებოდა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო.

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი დაემატა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნა

  • ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
  • გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები:
  • შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.
  • ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
  • ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში (0,85% ეთილის სპირტი) და ასევე არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიცია

 

კერძო საექსპერტო ცენტრის, „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალეკო გეჯაძე გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო წყალში გადაადგილებით.

„ეს დაზიანებები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. რომელიც დაზიანება, რომელიც საგნით იყო მიყენებული, ან რა შემთხვევაში შეიძლება მიეღო, ამ საკითხზე, მაღალი ალბათობით გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას“.

„ეს დაზიანებები წყალში გადაადგილებით და რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა“. 

„ნაკლებ სავარაუდოდ, რომ ეს დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ იყოს მიყენებული, თუკი ეს ცემის შედეგად მოხდა“.

პროკურატურის პოზიცია

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული მუხლით სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახის პოზიცია

ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია საზოგადოებას გარდაცვლილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გააცნო.

ნიკოლაძის თქმით, „ტოიოტა ქამრიში” მყოფი ექვსივე პირი 109-ე მუხლით უნდა გასამართლდეს.

კითხვაზე, ვის შეიძლება დაუმძიმდეს ბრალი, შაქარაშვილის ბიძა პასუხობს:

„ეს გახლავთ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ასეთი მძიმე შედეგი.

ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, ეს გამოჩნდება, მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით: „ყველა დაზიანება, ეს არის დახლოებით 12 სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, იმას უტყუარად, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს“.

უახლოესი მოლოდინი

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. უწყებაში დაგეგმილია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

დამატებითმა ექსპერტიზებმა სხვა საკითხებთან ერთად ნათელი უნდა მოჰფინოს კითხვას – როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთა მდინარესთან, ხიდის მოაჯირზე? არსებობს თუ არა ჩანთაზე რომელიმე ბრალდებულის ბიოლოგიური ნიმუში? თუკი გიორგი შაქარაშვილი ცემეს და წყალში ჩააგდეს, როგორ მოხვდა წელზე მიმაგრებული ჩანთა ნაპირზე?

 

თეგები: ანა გაბეჩავაგიორგი შაქარაშვილის საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ივნისი 19, 2021
804
სამართალი

ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი

აპრილი 7, 2021
1k
მთავარი ამბავი

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო

მარტი 26, 2021
961

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია