ბათუმში ახალი ბულვარის ერთ კილომეტრიან მონაკვეთს დღეს დილიდან ასუფთავებენ. ამ ტერიტორიაზე შტორმის შედეგად ზღვამ ქვა-ღორღი გამორიყა.
ადგილზე დილიდან იმყოფებიან სანიტარული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
„მაქსიმალურად ყველა სპეცტექნიკა, მობილური ჯგუფები და სანიტარული დასუფთავების ყველა თანამშრომელი გამოსულია. ნაპირსამაგრ სამუშაოებთან ეს არაფერ კავშირში არ არის. ამ ტერიტორიაზე არასდროს არ ყოფილა პრობლემა“,- განაცხადა სანიტარული დასუფთავების სამსახურის უფროსმა სულხან ევგენიძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











