„თუ აყენებ კანდიდატურას, მებრძოლი უნდა დააყენო. ნიკა მელიაზე ხომ არაფერს ვამბობ? შუბლით გაანგრევს იმ გლდანს”, – ამის შესახებ სამოქალქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა
მისი თქმით, ის ვერ იტანს „ნაც მოძრაობას“, თუმცა ნიკა ვაჟკაცია და მას მხარს უჭერს.
“მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან „ნაციონალურ მოძრაობას”, არის ვაჟკაცი ბიჭი და მხარს ვუჭერ ღიად, იმიტომ რომ მებრძოლი ბიჭია. ნიკა მელია რა შედეგს დადებს, აგერ ვნახავთ. ხაბეიშვილიც მაგარი დაქოქილია, მის შედეგებსაც ვნახავთ”. – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში ნიკა მელიაა.











