შუშა ჩვენია, ყარაბაღი ჩვენია – ამ სიტყვებით ილჰამ ალიევმა მოსახლეობას მიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა დღეს შახიდთა ხეივანი მოინახულეს და შემდეგ ალიევმა ხალხს მიმართა ,,ძვირფასონ დებო და ძმებო. დიდი სიამაყით მინდა გაცნობოთ რომ ქალაქი შუშა განთავისუფლდა მტრის ძალებისგან, შუშა ჩვენია ყარაბაღი ჩვენია”, – განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.











