შვედეთი პირველი ივნისიდან შეზღუდვებს შეამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო მიიღო.
პირველი ივნისიდან შვედეთში რესტორნებისა და კაფეების სამუშაო საათები, მუზეუმებსა და პარკებში ადამიანთა შეკრების ლიმიტი გაიზრდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე შვედეთში კოვიდის 1,068,473 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14,413-ს შეადგენს.











