შვედეთის მეფე, კარლ XVI გუსტავი აცხადებს, რომ ქვეყანამ პანდემიის დროს ხანდაზმულების დაცვაში კრახი განიცადა. ინფორმაციას AP ავრცელებს.
„ჩემი აზრით, მარცხი განვიცადეთ. ლეტალური შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ეს საშინელებაა. წარმოიდგინეთ ის ოჯახები, რომლებმაც საყვარელ ადამიანებთან გამომშვიდობებაც კი ვერ შეძლეს. ვფიქრობ, ეს ყველაზე მძიმე ნაწილია“, – განაცხადა კარლ XVI გუსტავმა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთი ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელმაც პანდემიის დროს მკაცრი კარანტინი არ დააწესა.











