შვედეთმა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში AstraZeneca/Oxford-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
შვედეთი იმ ქვეყნების სიაში შედიოდა, რომლებმაც თავდაპირველად AstraZeneca-ს ვაქცინის ასაკოვან ადამიანებში გამოყენებას მხარი არ დაუჭირა.
„ინგლისისა და შოტლანდიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა ეფექტურია 65 წელს გადაცილებული ადამიანების შემთხვევაში“,- განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, სარა ბუფორმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე შვედეთში კორონავირუსით 680 130 ადამიანი ინფიცირდა.











