შვედეთში დაბადებულ ბავშვს კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. ექოსკოპიური კვლევით დადგინდა, რომ ნაყოფს ჟანგბადის უკმარისობის გამო გულისცემა ჰქონდა შესუსტებული, რის გამოც ქალს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსის გენომების სეკვენსირებით დადგინდა, რომ ნაყოფი ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო ინფიცირებული.
რამდენიმე დღის შემდეგ ჩატარებული ანალიზით ახალშობილს ინფექციის პოპულაციაში ცვლილება გამოუვლინდა. მას ვირუსის ახალი შტამი A107G დაუდგინდა.
ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.











