შვეიცარიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.
ლუკაშენკოს შვეიცარიაში აქტივები გაუყინეს, ამასთან მას და მის ვაჟს, ვიქტორ ლუკაშენკოს შვეიცარიაში შესვლა აეკრძალა.
შვეიცარიის მთავრობა გადაწყვეტილებას ბელარუსში არსებულ ძალადობასა და დაკავებებს უკავშირებს.
„შვეიცარია შეშფოთებულია არსებული დაძაბულობით და ბელარუსის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგისკენ მოუწოდებს”, – ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.











