შვეიცარიის მარეგულირებელმა ორგანომ Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მანამდე შვეიცარიამ საყოველთაო მოხმარებისთვის დასაშვებად Pfizer/BioNTech-ის კოვიდის ვაქცინა ცნო.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან შვეიცარიაში კორონავირუსით 487 357 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 8 470-ი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317 600-ს შეადგენს.











