შვეიცარიის წამლების მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში მოხმარებისთვის უკვე დამტკიცებულია Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე შვეიცარიაში კორონავირუსის 584,252 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 10,239 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 537,671-ს შეადგენს.











