ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო’ბარიენი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს სტალინს ადარებს. ამის შესახებ POLITICO იუწყება.
„ჩინეთის კომუნისტური პარტია მარქსისტ-ლენინისტურია. სი ძინპინი საკუთარი თავს სტალინის შემცვლელად მიიჩნევს“, – აღნიშნავს ო’ბრაიენი.
ტრამპის მრჩეველის თქმით, ამერიკელი ექსპერტები შეცდნენ, როდესაც იფიქრეს, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარება მის დემოკრატიზაციას გამოიწვევდა.
„ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი ჩავარდნაა 1930 წლიდან“,- განაცხადა ო’ბრაიენმა.











