ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დღეს პირველად ესტუმრა საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს.
„ამერიკის საელჩო სიამაყით დაეხმარა საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ჩამოყალიბებაში და აგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას ცენტრის განსავითარებლად ტრენინგებით, წვრთნებითა და აღჭურვილობით. ეს ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცის დაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“, – აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
ამერიკის საელჩო სიამაყით დაეხმარა საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ჩამოყალიბებაში და…
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ორშაბათი, 13 ივლისი, 2020











