თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ.
ოჯახის განცხადებით, ძაგანაშვილი მანქანიდან მას შემდეგ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.











