fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა – გახარია

13:07 დეკემბერი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
961
ნახვა

პირველი, ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი,  ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკურ განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს, სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა გახლავთ სიღარიბის დაძლევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პრემიერმა სამთავრობო პროგრამის საკვანძო მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და ეკონომიკურ ნაწილზე  საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელიც უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა.

„სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მოიცავს 4 საკვანძო მიმართულებას. პირველი გახლავთ ეკონომიკური განვითარება, მე-2 – სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა, მე-3  – საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, მე-4 – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელმწიფო მმართველობა. აქ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევები, პრობლემები, რომლის მოგვარებაც მოუწევს ყველას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და დიდი ცვლილებები, ამ გამოწვევებში და ამ პროგრამის თვალსაზრისით არ ექნება და ვერ ექნება ვერავის.

პირველი, ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი,  ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკურ განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს, სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა გახლავთ სიღარიბის დაძლევა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება გახლავთ, რა თქმა უნდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რომელიც უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა, რომლის ოპერირების ერთადერთი ბუნებრივი და ეფექტური გარემო გახლავთ თავისუფალი ბაზარი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ კერძო სექტორი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ჯერ უნდა შეინარჩუნოს პანდემიის პირობებში და შემდეგ  შექმნას  ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები.

„თუმცა ჩვენ, ხშირად გვითქვამს, რომ კერძო სექტორის, წარმატებული, ძლიერი ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ეს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზეც სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული. კერძო სექტორის და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დამახასიათებელი კომპონენტი გახლავთ, რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც დღეს, გლობალური პანდემიის და როგორც შედეგი, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში, ჩვენი ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დავუბრუნოთ იმ სტანდარტს, რომლითაც ჩვენ ვიწყებდით 2020 წელს. ამ მიზნის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური კონსოლიდაცია, რაც დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, როგორც ფინანსთა სამინისტროს ხარისხობრივ და ეფექტიან მუშაობას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასაც, რამეთუ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

თეგები: გიორგი გახარიადასაქმება

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია