სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, ტერიტორიული ორგანოს შენობის შესასვლელი ააფეთქეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
აფეთქების შედეგად, დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრის მინები და განადგურებულია ინვენტარი.
მომხდარ ფაქტს, ადგილობრივები შენობაში დამონტაჟებულ ბანკომატს უკავშირებენ, რომელიც დაზიანებულია.
შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, იმის დასადგენად, რა საშუალებებით მოხდა აფეთქება და წაღებულია თუ არა თანხა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











