იერუსალიმის ჩრდილოეთით, ებრაულ დასახლებაში, სინაგოგაში ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სინაგოგაში 650-მდე მორწმუნე იმყოფებოდა, რომლებიც დღესასწაულ შავუოთთან დაკავშირებით იყვნენ შეკრებილები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სკამები იშლება და ხალხი ერთმანეთზე ეცემა.
ღონისძიება ნაწილობრივ აშენებულ სინაგოგაში ტარდებოდა. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შენობაში ფესტივალის ჩატარების ნებართვა გაცემული არ იყო.











