საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის განჩინების ტექსტი დაახლოებით 2 საათში გამოქვეყნდება.
„სინოდი იყო საოცრად მშვიდი. ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილებები და 2 საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგანაც საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ, ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ვიდრე ერთი და 2 საკითხი მოითხოვდა. ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს და დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გუშინ გაიმართა.











