11 მაისს საქართველოში ძირითადად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, ხოლო ღამით +6 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დღე უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა დღისით +24, ხოლო ღამით +9 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მცირედ ღრუბლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.











