საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის ჩამოტანას ეხმაურება და ჩინეთის ხელისუფლებას საჩუქრისთვის მადლობას უხდის.
„ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.











