კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე, ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობისას დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამნისტიის კანონის განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
„ამნისტია ყოველთვის კარგია, მაგრამ ჩვენთან ისე ხდება ხოლმე, რომ ამნისტიის შედეგად, ისეთი ადამიანები გამოდიან გარეთ, რომლებიც არ უნდა გამოდიოდნენ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ დეპუტატებს, გარეთ ისეთი ადამიანები უნდა გამოვიდნენ, რომლებიც გამოსწორების გზაზე დგანან, გარკვეული სირთულეები აქვთ, ავად არიან და ა.შ. ანუ ვინც რეალურად, გარეთ ყოფნას იმსახურებს.
რაც არ უნდა გამოაცხადო ამნისტია, მეორე მხარე აუცილებლად დაგდებს ბრალს იმაში, რომ რაღაცა პროცესს უკავშირდება ამნისტიის განხორციელება. მეორე მხარე, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი, აუცილებლად ასეთ შეფასებას მოუნახავს, თუმცა მე ამნისტიის განხორციელებას განსაკუთრებულ პოლიტიკურ პროცესს ვერ ვუკავშირებ “,- განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს პარლამენტში ინიცირებული იქნება „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი.
ნახეთ, რას წერია “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტში.











