„საპროტესტო მუხტი არსად არ წასულა და ბუნებრივია, ამას თავისი ტაქტიკა და დრო სჭირდება. ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. იქითაც აწვებიან, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ჩვენც გვთხოვენ, რომ იქნებ შეხვიდეთ პარლამენტში”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი შედგეს.
„ყველას დიდი პატივისცემის მიუხედავად, გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ოპოზიცია საზოგადოების დაკვეთის მიხედვით. თუ სიყალბეა და თუ გროტესკია, რაც მეორე ტურში ვიხილეთ, ამაში მონაწილეობა არ უნდა მიიღო.
დღეს ბატონი ჰარცელის განცხადება იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი შედგეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლება იცვლებოდეს არჩევნების გზით. მაგრამ, ჩვენ არჩევნები არ გვქონია და ეს პარლამენტი არ წარმოაგდენს ხალხის ნებას.
ამიტომ, სიყალბეში ჩვენ მონაწილეობას ვერავინ ვერც მოგვიწოდებს, ვერც დაგვაძალებს და თუ მოგვიწოდებს, ვეტყვით მადლობას, მაგრამ მოვიქცევით ისე, როგორც არის სწორი”, – განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველის” ეთერში.











