სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრის სურვილი აქვს.
„ამ ვითარებაში ყველას სურს ამ საშიში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“,- განაცხადა ასადმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის რუსული ვაქცინა Sputnik V რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა.











