სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ალ-ასადმა გაიმარჯვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ალ-ასადმა ამომრჩეველთა ხმების 95.1% მიიღო.
არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 78% შეადგინა. შარ ალ-ასადი პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩია.
არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ სირიის არჩევნები „არც თავისუფალია და არც სამართლიანი”.











