თბილისის მერის კახა კალაძე განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ანონსში ლოგოები არა სისხლში „არამედ ტყუილებშია ჩაღვენთილი“.
„სისხლი არაფერ შუაში არ არის გითხარით, ეს არის ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოები. როდესაც ჩვენ კომენტარებს ვაკეთებთ და თქვენ ცდილობთ, რომ ეს კომენტარები არ გაუშვათ, ან მიჭრილ-მოჭრილი გაუშვათ… ამიტომ საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიდეს, კარგი იქნება ჩვენი მხრიდან ყველა თქვენს, რომ თქვენ მიერ გაჟღერებულ სიუჟეტზე იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული პასუხები, რათა მოსახლეობამ თავად გააკეთოს ანალიზი კონკრეტულ თემებზე”, – განაცხადა კალაძემ.
გუშინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფეიკნიუსის წინააღმდეგ ვიდეოჩართვებს დაიწყებს.











