სისხლიანი გარჩევა მოხდა გორში. ვერხვების დასახლებაში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრა. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს ერთმანეთში კონფლიქტი წარსულშიც ჰქონდათ და ერთმანეთი დანით სხვა დროსაც დაუჭრიათ.
შსს-ს მომხარდზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.











