სიტყვა „გიჟური“ კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
“სააკაშვილი 8 წელია ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. „გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ“, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს“.











