„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციურ სპექტრს ინიციატივით მიმართა – თითოეული პარტია შეუერთდეს დეკლარაციას, რომელზეც ხელის მოწერით დაადასტურებენ, რომ პარლამენტარების მანდატების გადანაწილების შემდეგ, „ქართულ ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნიან.
ამ ინიციატივას მხარს უჭერენ, გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი”, „ევროპული საქართველო”, „ლელო”, „რესპუბლიკური პარტია” „ლეიბორისტული პარტია.
ხელის მოწერისგან თავს იკავებენ და სიტყვაზე ნდობას მოითხოვენ ალეკო ელისაშვილი და დავით ჭიჭინაძე.
ხოლო „ნაციონალურ მოძრაობასთან” ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი” ამბობს.
„ნებისმიერ შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს უჭერს ამ მემორანდუმს.” – აცხადებენ გიორგი ვაშაძის პარტიაში.
„ევროპული საქართველოდან” სერგი კაპანაძე ამბობს, რომ თუ ვინმე ამ დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, ის მხარს უჭერს ივანიშვილის მმართველობას”.
რაც შეეხება „ლელოს”, „ამ ინიციატივას ჩვენ მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ”, – განმარტავს ბადრი ჯაფარიძე.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს მოულოდნელი და უცნაური სვლები. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამას და აუცილებლად მოვაწერთ ხელს”.
პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ: „ ამ დეკლარაციას და მემორანდუმებს ხელს არ მოვაწერთ, მაგრამ რეალურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში დამარცხდეს, ჩვენი პოლიტიკური სივრცის პრობლემა არის ის, რომ სიტყვას აღარ აქვს ფასი. ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი საჯაროდ ნათქვამი სიტყვისთვის არ გვიღალატია.
პარტია „ტრიბუნას” დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე, ალეკო ელისაშვილის მსგავსად ამბობს, რომ: „ტრიბუნას” ნათქვამ სიტყვას წონა აქვს და მემორანდუმები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას” და მის „განაყოფებს” სჭირდება.
„პატრიოტთა ალიანსი გამარჯვებას კოალიციის გარეშე გეგმავს…
„რა საჭიროა კოალიცია, ჩვენ გავიმარჯვებთ კოალიციების გარეშე”, – აცხადებენ ინაშვილის პარტიაში.
წყარო: რეზონანსი











