fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„სიუჟეტში ნახსენები არცერთი პირი შსს-ს თანამშრომელი არ არის” – შსს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

23:18 იანვარი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი  განცხადებას ავრცელებს და  ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

„გადაცემის ანონსის გასვლამდე, არც გადაცემის და არც კონკრეტული სიუჟეტის ავტორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არ დაკავშირებიან და ანონსიდანვე მტკიცებით ფორმაში განავითარეს აზრი, რომ პოლიციელები არღვევენ კანონს და მფარველობენ პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს.

მხოლოდ ანონსის გასვლის შემდეგ, გადაცემის და სიუჟეტის ავტორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კონკრეტული სახელის და გვარის ადამიანების შესახებ გადაამოწმეს ინფორმაცია და იკითხეს, იყვნენ თუ არა ისინი პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ეკუთვნოდათ თუ არა მათ სოციალური ქსელის კონკრეტული პერსონალური გვერდები. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მათ მიერ დასახელებული არც ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ, მათ მტკიცებით ფორმაში განაცხადეს, რომ მათ მიერ დასახელებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან. რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ფოტოს, რომელიც ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდიდან აიღეს და მასზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ვინმე ბექა შელია არის პოლიციის თანამშრომელი, ეს ინფორმაცია არის სიცრუე და ფოტოზე ასახული პირი არ არის ბექა შელია. უფრო მეტიც, აღნიშნული ფოტო არის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი საიმიჯო ფოტო და მისი გამოყენება ღია წყაროებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მედიის მხრიდან მცდელობა, მტკიცებით ფორმაში საუბრით მაყურებელი დაარწმუნონ პოლიციელთა ვითომ უკანონო საქმიანობაში, არის საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება.

არა მხოლოდ აღნიშნული მედიასაშუალების, არამედ სხვა ტელეკომპანიების მიერ, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, განსაკუთრებული აქტიურობით ხდება ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება. აღნიშნული არის თავდასხმა პოლიციაზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: განცხადებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 25, 2021
793
მთავარი ამბავი

მაგთიკომი მომხმარებლებს აფრთხილებს

სექტემბერი 3, 2021
1000
სიახლე

GWP განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 31, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია