„სხვადასხვა გათვლებით, პანდემია შეიძლება, ერთ წელიწადში ჩაცხრეს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ვირუსი ნელ-ნელა დასუსტდება, თუმცა იქამდე ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.
„ეს პანდემია დაბეჯითებით გეუბნებით, რომ არ გათავდება ერთ, ორ, სამ და არც ხუთ თვეში. შეიძლება არც ერთ წელიწადში. ვირუსს აქვს თვისი ბიოლოგიური ციკლი, შესაბამისად ვირუსი თანდათან დასუსტდება და ეს პანდემია სხვადასხვა გათვლებით ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს, მაგრამ ამასობაში ჩვენ გვიწევს მასთან ერთად ცხოვრება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გარდაიცვალა 14 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშ იმყოფება 6582 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 2895.











