სლოვაკეთი შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში გაიხსნება სილამაზის სალონები, საცურაო აუზები და ზოოპარკები. ადამიანებს, რომელსაც კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ, ეკლესიასა და მაღაზიებში შესვლა შეეძლებათ.
სლოვაკეთში უკვე გაიხსნა ბიბლიოთეკები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სლოვაკეთში კორონავირუსის 376,067 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 11,172-ი.











