სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა, იგორ ლეშენიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას news.tut-ი ავრცელებს.
„მე ნამდვილად დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. ეს ლოგიკური ნაბიჯია, რამდენადაც მე მოქმედი პრეზიდენტის მიერ ვარ დანიშნული და მოიაზრება, რომ მის მიერ განსაზღვრული პოლიტიკა უნდა გავატარო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ჩემს განცხადებაში გამოხატული სამოქალაქო პოზიცია ამ ჩარჩოებს გასცდა “, – განაცხადა იგორ ლეშენიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლეშენიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა და საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე კვირაზე მეტია ითხოვენ.








