სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა.
სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ბრიტანელი ფოტოგრაფის უიშვიათესი კადრები აფხაზეთის ომიდან შეგიძლიათ ნახოთ აქ.









