დღეს, სხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზური სეპარატისტული დაჯგუფების წევრებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა.
1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. მოგვიანებით საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.
სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.
აფხაზეთში ომს ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფხაზეთიდან დევნილია 250 000-ზე მეტი ქართველი. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.











