სოხუმს არ სჭირდება თბილისის დახმარება ტყის ხანძრის ჩაქრობაში. ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.
„ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან ”, – განმარტა პოლიტიკოსმა.
რეგიონში ბუნებრივი ხანძარი რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს.
გაგრის რაიონში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.
დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელოს. მანამდე ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გალის რაიონის რამდენიმე ათეულ სოფელს. იქ საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ვერ შეძლო საცხოვრებელი შენობების გადარჩენა – მინიმუმ 10 ზე მეტი სახლი დაიწვა.
ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ შესთავაზა სოხუმს დახმარება ხანძრის აღმოსაფხვრელად, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა.
ავტორი:თეა შონია











