რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალმა, რომელიც სოხუმში იყო განთავსებული, მუშაობა დაასრულა.
ბოლო პაციენტი ჰოსპიტალიდან 1 მარტს გაეწერა, წერს ინტერნეტგამოცემა „აბხაზია ინფორმი“. აფხაზური მხარის თხოვნით, ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის ოქტომბრის თვეში ამოქმედდა.
ის სასტუმრო „აიტარის“ ტერიტორიაზე იყო მოწყობილი.
გამოცემის ცნობით, ამ დროიდან მობილურ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში ამბულატორიულ – საკონსულტაციო დახმარება 3 ათასზე მეტ მოქალაქეს გაეწია.
ამ დროის განმავლობაში საველე ჰოსპიტალის ლაბორატორიაში 5300 პსრ ტესტი ჩატარდა.
ავტორი: თეა შონია











