„ჯანსაღი დისკუსიაა ნაციონალურ მოᲫრაობაᲨი, რომელიც საჯარო სივრცეᲨი დროულად გადმოიტანა სალომე სამადაᲨვილმა. მე სოლიდარობას ვუცხადებ ნაციონალების ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, რომელიც ჯერ, ალბათ, უმცირესობაᲨია საკუთარ პარტიაᲨი”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რითაც სალომე სამადაშვილის “~„ფეისბუქ” სტატუსს გამოეხმაურა.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტის პირობებში დემორალიზებული ოპოზიციური ამომრᲩეველი Შემოდგომაზე თვითმმართველობის არᲩევნებᲨი ხელისუფლებას ვერ გაუმკლავდება.
„ილია ჭავჭავაᲫის სიტყვები გამახსენდა, ხმები ყოველთვის კი არ ითვლება, ხანდახან იწონებაო…
მე არ მინდა გაზაფხულზე ფალსტარტი. თუ ვინმე ფიქრობს, ახლა კი არ გამოგვივიდა მასᲨტაბური აქციები, მაგრამ გაზაფხულზე ᲩამოვᲨლით ხელისუფლებას „ᲨემაᲫრწუნებელი” მასᲨტაბის აქციებითო, ეს არასწორი მოლოდინია და პოლიტიკურად სახიფათოა. სამი ათასიანი მიტინგებით თუ გაილევა ოპოზიციური ენერგია გაზაფხულზე, დემორალიზებული ოპოზიციური ამომრᲩეველი Შემოდგომაზე ვერ გაუმკლავდება თვითმმართველობის არᲩევნებᲨი ხელისუფლებას(ასე მოხდა 2008- Ში და 2009/10 წლებᲨი)”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ერთპარტიული პარლამენტი არა მარტო „ქართული ოცნების”, არამედ ყველას წარუმატებლობას ნიშნავს.











