საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკისთანსიტყვით გამოსვლისას პარლამენტში 2021 წელს პარლამენტში საკუთარი გამოსვლა გაიხსენა.
„მე პირადად ჩვენს ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები. თვით 2020 წელს, 3 აპრილს წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო და 2021 წლის 9 აპრილს ჩემს საპარლამენტო სიტყვაში აღვნიშნე, რომ არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა დავასრულო და არ ვახსენო უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და გამოვუცხადო სოლიდარობა.
მიმაჩნია, რომ დღეს სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფო დავაბრუნოთ ელჩი კიევში, რასაც მოჰყვა ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა ამის შემდეგ რამდენიმე ვიზიტი და დღეს ჩვენი ოფიციალური შეხვედრა აქ და ძალიან მადლობელი ვარ “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.











