სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა 10 წლის ბავშვს მანქანით დაეჯახა. ინფორმაცია ტოროსიანმა თავადვე გაავრცელა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.
არსენ ტოროსიანი წერს იმასაც, რომ ავარიის შესახებ პოლიციას მაშინვე აცნობა.
„მინდა გაცნობოთ, რომ საათ-ნახევრის წინ მოხდა ავარია, ჩემი ავტომობილის საჭესთან მე ვიმყოფებოდი. მივდიოდი სამსახურში და ვარდანიანცის ქუჩაზე გავიტანე 10 წლის ბიჭი. ბავშვი პირადად მივიყვანე საავადმყოფოში, სადაც იგი გამოიკვლიეს. მას აღმოაჩნდა ნაკაწრები მარჯვენა ხელზე“, – წერს ტოროსიანი.









