სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს და განაცხადეს, რომ ღამეს პარლამენტის წინ გაატარებენ.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანთან მხოლოდ მისი გადადგომის საკითხს განიხილავენ.
პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.











