სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ფაშინიანის კანდიდატურას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 3 წინააღმდეგი იყო, ხოლო 75-მა მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, „აყვავებული სომხეთისა“ და „გაბრწყინებული სომხეთის“ წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ თუ ერთ კვირის განმავლობაში მთავრობის ხელმძღვანელი არჩეული არ იქნება, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.











