სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანსა და პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტი თავს კარგად ვერ გრძნობს, ამიტომ პრემიერ-მინისტრი მას ესტუმრა. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეს. ვიმეორებთ, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს მხოლოდ კონსტიტუციითა და ეროვნული ინტერესებით. ასევე ის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს“,- ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











