სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტოვუზის რაიონში, აზერბაიჯანის სოფელ აგდამისა და ალიბეილის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი დილიდან ისევ გახსნეს.
ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ვაგიფ დარგიახლიმ გააკეთა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.











